პოლიტიკა
3-11 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე გაიხსნება. წვრთნების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლებაში Agile Spirit 2017, ქართველი სამხედროების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინისა და სომხეთის სამხედროები
სწავლება ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2016 წლის სექტემბერში გაიმართ, იუწყება sputnik-georgia.