სამართალი
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა. ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოჰყო, რომლებიც დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდნენ.დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.