საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან. პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს ოლიმპიურ სოფელს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე.