აქტუალური
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიას ერთობლივ მიმართვას გაუგზავნის

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გამართავს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიმუშავებენ ერთობლივი მიმართვის ტექსტს, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნება.
მიმართვაში მოყვანილი იქნება ის მიზეზები და გარემოებები, რის გამოც მმართველ გუნდთან დიალოგის დაწყება და კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბლოკების საკითხი და პრეზიდენტის პირდაპირი წესის არჩევა.
მე მინდა, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ პროპორციული სისტემის გადავადება ამ ქვეყანაში და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, ისევე, როგორც პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის გაუქმება, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს ისეთ პოლიტიკურ და საკონსტიტუციო სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქე დარჩება სრულიად უსუსური სახელმწიფოს წინაშე, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.