უცხოეთი
საქართველო 30 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ქარიშხალ "ჰარვისგან" დაზარალებულ ტეხასის შტატში ჩავიდნენ, იუწყევა „ამერიკის ხმა“.
დონალდ და მელანია ტრამპები თავდაპირველად ქალაქ კორპუს-კრისტის ეწვივნენ, სადაც შტატის გუბერნატორს გრეგ ებოტს შეხვდნენ. თეთრი სახლის ლიდერმა სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება ქარიშხალ „ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.