საზოგადოება
დღეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ენგური/ვარდნილი ჰესების რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირის მიერ გრანტის სახით 5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ენგურჰესის კაშხლის უსაფრთხოების გაზრდა, ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაციის გზით.5 მილიონი ევროდან 4 მილიონი მოხმარდება ვარდნილჰესამდე მისასვლელი გზის შეკეთებას და საინჟინრო სამუშაოებს ჰესის სადერივაციო არხზე.
1 მილიონი გათვალისწინებულია პროექტის ზედამხედველობისა და მონიტორინგისთვის, რასაც განახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი.