საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. „აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, მოგვარდება! ეს დიდი ქვეყანაა, ბირთვული სახელმწიფოა, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. და ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ და რუსეთი ერთმანეთს გავუგებთ!“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთი დიდ პატივს სცემს ფინეთს და ეს კარგია. ვფიქრობ, ფინეთსაც კარგი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს აშშ შეძლებს ძალიან კარგი ურთიერთობის დამყარებას რუსეთთან: ეს კარგი იქნება მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში“, - ხაზგასმით აღნიშნა, ასევე, ტრამპმა.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში შეხვედრის დროს მხარეებმა „ნამდვილად იმსჯელეს რუსეთზე“ და მასთან ურთიერთობის პერსპექტივებზე. ამასთანავე, მას არ მიაჩნია, რომ ფინეთი შუამავალი უნდა იყოს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში: „მაგრამ სინამდვილეში არ მიმაჩნია, რომ მე ან ფინეთი შეიძლება ვისიმე მრჩევლები ვიყოთ“.