საზოგადოება
ხანძარი აბასთუმანში, სოფლებში მსხალგორსა და მანავში

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხალგორსა და მანავში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოედო. სახანძრო სამსახურმა ხანძარი უკვე ჩააქრო. მსხალგორში 300 კვ. მეტრი ფართობია დამწვარი, მანავში კი ბალახი 1 ჰექტარზე დაიწვა.
აბასთუმანში ალპურ ზონაში 2 ჰექტრამდე ტერიტორია იწვის. აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ახალციხიდან ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სოფელ სვირში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული.
სოფელ სვირში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძარი ახალციხის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში 28 აგვისტოს გაჩნდა.