საქართველო 30 აგვისტო, საქინფორმი.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა
ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, _ ყოვლადწმინდა ღვთსმშობლის მიძინების დღეს. მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.
ეხლა ვთქვათ „მოწყალებისა კარი განგვიღე.“
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხის, ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი.
იღმენი დავითი კემულარია დაჯილდოებულია მიტრის ტარებით. აქსიოს!
მღვდელი იოანე (ოჩიგავა) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი გიორგი (ჩანტლაძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ.
ჩვენთან არს ღმერთი.