საზოგადოება
მედვედევმა საქართველოს გაერთიანება შესთავაზა, მაგრამ სააკაშვილმა უარი თქვა! - ექსპერტი

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. „2008 წელს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ შემოთავაზებული იდეა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაციის შესახებ, რომელსაც პერსპექტივაში საქართველოც შეუერთდებოდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო, რის შემდეგაც რუსეთს ორი ახალი რესპუბლიკის აღიარება მოუხდა“, - მიიჩნევს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი კონსტანტინ ტასიცი. მისი აზრით, სიტუაციაში, როცა რესპუბლიკები არ იყო აღიარებული, რუსეთს შეეძლო, შემოეთავაზებინა ერთობლივი სახელმწიფოს ან ერთობლივი თანაცხოვრების რაღაც ვარიანტები, რომლებიც უსაფრთხოებას და ეროვნული უმცირესობების - აფხაზების და ოსების - უფლებებს უზრუნველყოფდნენ ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს ან კონფედერაციის ჩარჩოში“.
„ამას ხელი შეუშალა ქართული მხარის პოზიციამ, მისმა გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა, ფედერალიზაციაზე უარის თქმამ. როგორც ცნობილია, მანამდე აფხაზი ლიდერები ამბობდნენ, რომ ეთანხმებიან ფედერაციულ მოწყობას, გაფართოებულ ავტონომიას ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. მაგრამ იმ მომენტში საქართველო ასეთი დათმობებისთვის მზად არ იყო“, - შეგვახსენებს ტასიცი.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ დარეგულირების გეგმაში, რომელსაც მედვედევმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ მოაწერეს ხელი, იყო მე-6 პუნქტი: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსის საკითხის საერთაშორისო განხილვის დაწყება“. სააკაშვილმა მე-6 პუნქტი ამოშალა, ფორმულირება ასე შეცვალა - „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის საერთაშორისო გარანტიების შექმნა“. ანუ მან პრინციპში უარყო ქვეყნის მოწყობის რთული კონსტრუქციების შესახებ მსჯელობა!
იმ სიტუაციაში სააკაშვილმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვა, რომ როგორღაც გარანტირებული ყოფილიყო უსაფრთხოება, შექმნილიყო რაიმე სამართლებრივი ველი, ამიტომაც რუსეთი იძულებული იყო, ორი რესპუბლიკის აღიარებაზე წასულიყო“, - აცხადებს ტასიცი.