სამართალი
„მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ხეობაში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს. მათ უკვე დატოვეს სამედიცინო დაწესებულება.
დაშავებულები კლინიკაში პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამი პირი ვერტმფრენში იმყოფებოდა, ერთი კი მათი სამაშველო ღონისძიების დროს დაზარალდა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი „მი-8“, რომელიც ქრობით სამუშაოებს აწარმოებდა, არ ჩამოვარდნილა, არამედ ავარიული დაჯდომა განახორციელა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.