პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის გახსნას დაესწრო და თანაგუნდელს გამარჯვება უსურვა

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. დღეს კახი იწყებს საარჩევნო კამპანიას. შტაბი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა, საკუთარი იდეების წარდგენა. კახი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები. მისი გახსნილობა არის ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თვისება. ის არის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანი, მას თანამედროვე მიდგომები გააჩნია და მან თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარი არის ზნეობა და წესიერება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კახი სუფთა ხელებით, აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ. 
კახა კალაძის საარჩევნო შტაბს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი არის ორგანიზებული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ მოვალეობას.