საზოგადოება
პროტესტის მე-14 დღე - რკინიგზელებმა პოლიციასთან დაპირისპირების ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. "საქართველოს რკინიგზასთან" რკინიგზელების პროტესტი გრძელდება. მათ ფოტომასალა გამოფინეს, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაა ასახული. უკვე მე-14 დღეა, 16 ადამიანი შიმშილობს და მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვასილ ხორავას და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დაჩი ცაგურიას გადადგომას ითხოვენ.