აქტუალური
ზურაბ ნეფარიძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატისა და მისი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სულხან კაპანაძის თქმით, პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად წარდგენილი იქნება ქვითრებიც, რითაც დადასტურდება, რომ თანხა ბიუროს კომუნალურ ხარჯს ხმარდებოდა.
პროკურატურა ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებასა და შრომის კოდექსის დარღვევას ედავება, ანა მენთეშაშვილს კი - ხელშეწყობას.
“მიუხედავად პროკურატურის განცხადებისა, მთელი სამი წლის განმავლობაში, გარდა პირველი ორი თვისა, არანაირი კომუნალური გადასახადების გადახდა საკრებულოს მხრიდან არ განხორციელებულა. დამატებით არის მოწმეთა ბაზა, რომლებიც გვყავს ჩვენ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რა იგეგმებოდა, როგორ იგეგმებოდა. ამ კუთხით ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ დავამტკიცოთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა“, - განაცხადა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.