უცხოეთი
Opendatabot: პოროშენკო 76 კომპანიის მფლობელია

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინაში პრეზიდენტი პოროშენკო 76 კომპანიის მფლობელია. თუმცა ქვეყანაში არსებული ბიზნესის  ყველაზე მსხვილი მესაკუთრე რინატ ახმეტოვია. ამის შესახებ პროექტი Opendatabot საკუთარ ვებგვერდზე იუწყება.
Opendatabot - უკრაინაში კერძო IT- კომპანიის პროექტია, რომელიც ქვეყანაში კომპანიების რეგიტრაციული მონაცემების და სასამართლო რეესტრის მონიტორინგს ახორციელებს რეიდერული თავდასხმების წინააღმდეგ.
უკრაინაში 1,5 მილიონი კომპანიის 2 მილიონ 662 ათას 353 მესაკუთრეა. მათ შორის კომპანიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი მესაკუთრე რინატ ახმეტოვი (303 კომპანია), პეტრო პოროშენკო (76), დიმიტრი ფირტაში (72) და იგორ კოლომოისკია (45)“, - ნათქვამია პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.