პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე, როგორც თბილისის მერი, ჩემპიონი იქნება!

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მინდა, კახა კალაძეს წარმატება კიდევ ერთხელ ვუსურვო. მის გამარჯვებასა და წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. ის ყველა საქმეში ჩემპიონი იყო, რასთანაც დღემდე ჰქონია შეხება. ის იყო ჩემპიონი სპორტში, ბიზნესისა და სახელმწიფოს მართვაში. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც თბილისის მერი, ჩემპიონი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.