სამართალი
ეს საქმე რთულად გამოსაძიებელთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს - შს მინისტრი

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომში ცეცხლის გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მიუხედავად ამისა, მთელი ღამის განმავლობაში პრევენციისთვის ხეობაში მაინც იმყოფებოდა ცოცხალი ძალა და ტექნიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.
"საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი კატეგორიის საქმეებს განეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ გავასწრებთ მოვლენებს, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.