აქტუალური
გიგა ბოკერიას გამომძიებლებმა უთხრეს, რომ მის სატელეფონო საუბრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ბოკერია პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება აბსურდული საქმის გამოძიებით არის დაკავებული. ეს იყო ფორმალობა. შემატყობინეს, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. ამ ყველაფერში აღსანიშნავია, რომ გამოძიება საერთოდ რომ გრძელდება, არის დემონსტრირება იმ დიდი პრობლემის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, როდესაც პოლიტიკური დაკვეთით ხელმძღვანელობისგან, ივანიშვილის დაკვეთით ის ორგანოები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს უნდა ებრძოდნენ, როდესაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მომდინარე პრობლემებზეა საუბარი, ამის მაგივრად, დაკავებულნი არიან ასეთი პოლიტიკური და შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით. ყოველი წუთი, როდესაც ჩვენი გადასახადებით არსებული რესურსი იხარჯება ამ ორგანოების სახით, არის მიყენებული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხალხი არ და ვერ აკეთებს მთავრობის კარნახის გამო იმ საქმეს, რისთვისაც ისინი ჩვენ დავიქირავეთ, ჩვენი ქვეყნის რეალური უსაფრთხოების დასაცავად. თუ გააგრძელებენ ჩემს მიყურადებას, მათ ახალი განჩინების აღება მოუწევთ, - განაცხადა ბოკერიამ.