პუბლიკაციები
საქინფორმის ვერსია საბოლოოდ დადასტურდა - საქართველოში ხანძრების სერია სააკაშვილის და მისი ნაცების მოწყობილია! (ვიდეო)

    საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. გასულ ოთხშაბათს, 2017 წლის 23 აგვისტოს,  მიშა სააკაშვილის კუთვნილი ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში (იმ „ცრუსთავი 2“-ის, რომელიც სააკაშვილის ძირგამომთხრელ რევოლუციურ დავალებებს ასრულებს, რომელსაც ბოკერია კურირებს და „კურიცა“ გვარამია ხელმძღვანელობს!), საინფორმაციო გამოშვება კურიერის“  წამყვანი ნოდარ მელაძე დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას ცეცხლის ჩაქრობის გამო გულგატეხილი გახლდათ, რადგანაც დუშეთის ხანძარი თავისი მასშტაბით ბორჯომის ხეობის შემდეგ მეორე იყო.
ნოდარ მელაძეს ეგონა, რომ მიკროფონი გამორთულია და ეთერი უკვე დამთავრებულია,  ამიტომ გულწრფელად არ დამალა უკმაყოფილება და  წაიჩურჩულა: ჩაქრა ეს დედამო...ნული! (ვიდეო იხ. აქ).
აღნიშნული ვიდეო „ვარდების“ სახელმწიფო გადატრიალების მომწყობ რუსთავი 2-ის ოფიციალურ საიტზეც იდო, თუმცა ზემოთ მითითებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ რუსთავი 2”-მა გინების შემცველი მასალა ამოიღო და ჩასწორებული ვარიანტი დადო!
შევახსენებთ „საქინფორმის“ მკითხველს, რომ გასულ კვირას, 20 აგვისტოს, საღამოროცა სტამბაში პოპულარული ქართული გაზეთის „ასავალ-დასავალის“ №34 იბეჭდებოდარომელიც იწყებოდა ინტერვიუთი „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორთან სათაურით ნაცებმა ხანძარი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქციეს“, ბორჯომის ხეობას ცეცხლი წაეკიდა.