აქტუალური
ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს, მათ შორის - საქართველოსთან

     საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალ „Республика Южная Осетия“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ვითარდება და ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს, მათ შორის - საქართველოსთან“, - განაცხადა ბიბილოვმა, რომლის სიტყვები პრეზიდენტის პრესსამსახურს მოჰყავს“, - იუწყება „რია ნოვოსტი“.