საზოგადოება
აზერბაიჯანი იყო პირველი, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა! - შეხვედრა აზერბაიჯანელ მეხანძრე-მაშველებთან

    საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მათ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2  სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეცტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.