საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის იარაღის საწყობში ხანძარი მოხდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად ტერიტორიაზე აფეთქება გაისმა.
დაშავდა რამდემიმე ადამიანი, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, იუწყება Риа Новости აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე სახლი.
აფეთქების გამო გადაკეტილია ბაქოდან რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი, ახლომდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მომხდარის მიზეზების დადგენისა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.