აქტუალური
საქართველოს რკინიგზის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციების სერია გრძელდება, რამაც, შესაძლოა, უსაფრთხოების სისტემების პარალიზება გამოიწვიოს!

    საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
"საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას, რომელიც დაგეგმილია და ემსახურება რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას. ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ, შესძლოა, გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი ავარი მიზანი და საზრუნავი. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან".
სამართალდამცველებმა რკინიგზელთა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზელების პროტესტი და შიმშილობის აქცია გრძელდება. ამ დროისთვის 14 ადამიანი შიმშილობს. აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი 8 სექტებრამდე გადაიდო, მანამდე კი 10-ვე დაკავებული გაათავისუფლეს