საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი უარყოფს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოსურ სოფელ ორჭოსანის რაიონში სამხედრო ტექნიკის გამოყენებით სწავლების ჩატარების შესახებ, სადაც, ვითომდა, ამის გამო ტყეში ხანძარი გაჩნდა“, - იუწყება Sputnik.
„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ მითითებულ ტერიტორიაზე სწავლება სამხედრო და სხვა ტექნიკის გამოყენებით არ ჩატარებულა. გეგმური ვარჯიში სროლაში სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან მნიშვნელოვნად მოშორებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
...ქართული მედიასაშუალებები, „განზრახ ამახინჯებენ რა ფაქტებს და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენენ, განაგრძობენ საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების მოსახლეობაზე დესტრუქციულ ზემოქმედებას და სახელმწიფო საზღვარზე ვითარების დესტაბილიზაციისთვის პირობებს ქმნიან“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის სუკ-ის პრესსამსახურის განცხადებაში.