პუბლიკაციები
საქართველოს დახმარება რუსეთმა კი არ შესთავაზა, არამედ ამის შესახებ მას საქართველომ სთხოვა! - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მ. ზახაროვას პასუხი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შეკითხვაზე საქართველოში ტყის ხანძრებთან რუსეთი

    საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი.
შეკითხვა: რა კომენტარს გააკეთებთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის და მასმედიის საშუალებების განცხადებებზე საქართველოში ტყის ხანძრებთან რუსეთის ვითომდა კავშირის თაობაზე?
პასუხი: ამ სეზონზე რუს მაშველებს მთელ რეგიონში ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ (ცოტა ხნის წინ მათ მონაწილეობა მიიღეს ტყის დიდი ხანძრის ჩაქრობაში სომხეთში, გრძელდება ბრძოლა სტეპის ხანძრებთან ვოლგოგრადის ოლქში).
მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობაში დახმარების თაობაზე. ამ მიზნისთვის გამოიყო რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი ილ-76. თუმცა შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და გვაცნობა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარება საჭირო აღარ არის.
ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს ხანძრის მაქსიმალურად სწრაფად ლიკვიდაციას. ხოლო კომენტარის გაკეთება იმათ ავადმყოფურ ფანტაზიებზე, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში სტიქიური უბედურებაც კი მხოლოდ მორიგი ანტირუსული ინსინუაციების საბაბია, ზედმეტად მიგვაჩნია.
25.08.2017