პუბლიკაციები
საგანგებო შტაბის განცხადება

   საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი."ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის სახით 1500 მდე ადამიანია ჩართული.  დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვეტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელიდამატებითი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნება ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს.

 გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კველევა განახორციელა. კვლელევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია.

რაც შეეხება, სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს  ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთისეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნებადაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვის სამინისტროს,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელიღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომსაძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცულიტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონისმეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდეტერიტორიას არ დატოვებენ.

ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვედაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველოსამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელშეამოწმებენ.

დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელიმალხაზ ჩაჩიბაია  ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა  განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

საგანგებო შტაბის წევრები  კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და  ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიურიუბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი".