უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჰიზერ ნოუერტს აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის შეხვედრის შესახებ საუბრისას, ლიტვა და ბელარუსი ერთმანეთში აერია. ბრიფინგის სტენოგრამა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა ლიტვაში შედგა. სინამდვილეში კი მოსკოვის და ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ორშაბათს ბელარუსში შეხვდნენ.
ჟურნალისტებს ეს არ გამოეპარათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ნოიერტი მაინც იგივეს განაგრძობდა და აცხადებდა, რომ მან ზუსტად იცის ის, რომ შეხვედრა ლიტვაში გაიმართა.