სამართალი
200 კაცი უყურებდა, როგორ სცემდა, შემდეგ კი აუპატიურებდა 15-მდე ადამიანი 42 წლის მამაკაცს!

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში გუშინ მოხდა. 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 15-მდე ადამიანმა ის ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. მოძალადეებმა ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გაუპატიურების ფაქტი სოფელ ყარაჯალაში დღისით, უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა, მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ძალადობის სცენას ესწრებოდნენ და მობილურით იღებდნენ არასრულწლოვანი ბავშვები.
მოწმე შახმირ ისმაილოვი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, აცხადებს, რომ საღამოს 7 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნდა, ტერიტორიაზე ხალხმრავლობა შენიშნა, დაინტერესდდა, რა ხდებოდა და ადგილზე მისული უშუალოდ ძალადობის ფაქტს შეესწრო. მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს ესწრებოდა დაახლოებით 200 ადგილობრივი, თუმცა არცერთი მათგანი მათ გაშველებას არ ცდილობდა. შახმირ ისმაილოვი გუშინ დაჰკითხეს და მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.