საზოგადოება
ზაალ უდუმაშვილი ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ზაალ უდუმაშვილი ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს.
ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.
უდუმაშვილი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარება.
“ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს, მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა, ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში ქართული ოცნება. ამისთვის აუცილებელია, ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს ჩემი რესურსით სრულ დახმარებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს 10 ათასი ხელმოწერის წარდგენას სთხოვს და ამისთვის ერთკვირიან ვადას აძლევს.