აქტუალური
მთაწმინდაზე ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. "დღეს, უკვე მერამდენედ მოხდა ეს ვანდალური ფაქტი: მთაწმინდის პანთეონში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ დაარბიეს: მოთხრილია და გადაყრილია ყვავილები, დამტვრეულია დიდი ყვავილის ლარნაკები, თვით საფლავის ჯვარიც კი აღარ დაგვხვდა ადგილზე და ბოლოს დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ უდიერად გადაგდებული, ბატონი ზვიადის საფლავიდან სისტემატიურად იღებენ ყვავილებს და გადააქვთ სხვადასხვა საფლავებზე...
და ეს ხდება სად? 
მთაწმინდის პანთეონში, რომელსაც ჰყავს დაცვის სამსახური, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მთელ პერიმეტრს (!) 
ხოლო პანთეონის დირექტორი გახლავთ მარინა დავითაშვილი - პროტოდიაკონ დიმიტრი დავითაშვილის და (რომელიც თავისი მომხიბვლელი ბარიტონით კითხულობს ხოლმე სააღდგომო ეპისტოლეებს)... 
ფაქტიურად ზვიად გამსახურდიას დევნა კვლავ გრძელდება - უკვე მისი განსასვენებლის დარბევითა და შეურაცხყოფით... 
ამ ვანდალურ აქტში პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პანთეონის ადმინისტრაციას... და საპატრიარქოს, რომელსაც, ფაქტიურად, ეშინია მთაწმინდის პანთეონის... ასევე ხელისუფლებას...“, - წერს სააგენტო NPA.GE.