საზოგადოება
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. დაკითხვა დილით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
"პოლიციის თანამშრომელმა მთხოვა აქ მოსვლა, ნივთმტკიცებას გადავცემ და დამკითხავენ. ნაპოვნი გვაქვს ბოთლის ნამსხვრევები", - განაცხადა ქაცარავამ.
ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთ კერასთან მოხალისეებთან ერთად ბოთლის ნამტვრევები იპოვა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.