აქტუალური
სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის“ საწყისი ფასი - 850 000, „თორაკო-აბდომინალური კლინიკისა“- 2 000 000, ხოლო ანესთეზიოლოგიური კლინიკისა 50 000 ლარს შეადგენს. აუქციონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 8 თებერვალს გაიმართება.
პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ვერა ქობალიას უწყებამ ზოგადი თერაპიის, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული და თვალის სნეულებათა კლინიკები, ასევე გინეკოლოგიური კლინიკა გაყიდა. ობიექტები უცხოელმა ბიზნესმენმა დანიელ გუფთამ შეიძინა.