უცხოეთი
ივანიშვილის რეჟიმი ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში აგზავნის რუსული პროპაგანდის გასახარად – მიხეილ სააკაშვილი

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსული ენის გასაუმჯობესებლად გაემგზავრა „მაშინ, როდესაც უკრაინაში ჩამოსული ქართველი სამხედროები უკრაინის დაცვას  განაგრძობენ დონბასში აგრესიის წინააღმდეგ, რუსიოლიგარქის ივანიშვილის ქართული რეჟიმი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ პოროშენკოს აქტიურადდაუმეგობრდა, ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში აგზავნის რუსული პროპაგანდის გასახარად,“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.
ღონისძიებაში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, 20 პედაგოგი და 170 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.