სამართალი
ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა რუსთავი 2-ს განუცხადა, გამოძიებას საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია აწარმოებენ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.
სტიქიის ზონაში 20-ლიტრიანი ბიდონის პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი აკა სინჯიკაშვილი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს, თუმცა მას ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.