საზოგადოება
ხანძარი სიღნაღის რაიონში

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ჰექტარი, - იუწყება "რუსთავი 2".
ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარიც აფერხებდა. ცეცხლი თავდაპირველად ბალახს მოედო, შემდეგ კი ძლიერმა ქარმა ის ძირითადი კერის მოპირდაპირე მხარეს გადაიტანა, რის გამოც ვენახების ნაწილი დაზიანდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ წუთებშიც ცდილობენ.
სიღნაღის რაიონში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ხვალიდან დაითვლიან.