აქტუალური
პირველმა ქართულმა სასაქონლო ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა

birzhaბირჟის დამფუძნებელთა განცხადებით, ამის მიზეზი ბაზარზე არსებული მონოპოლიებია, რომლებიც ფასებს აწესებენ და სხვა ვერც ერთი სტრუქტურა ამ ვითარებაში ვერ იფუნქციონირებს.

მონოპოლიის ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრე გორგიჯანიძე შაქრის ბიზნესს ასახელებს, სადაც, მისი მტკიცებით, ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.

გორგიჯანიძის თქმით, ბირჟის ფუნქცია სამართლიანი ფასების დადგენაა, ხოლო საქართველოში მონოპოლიების შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება.

 

ინფორმაციისთვის: საქართველოში პირველი სასაქონლო ბირჟა გასული წლის სექტემბერში გაიხსნა.