პოლიტიკა
კრიზისულ ვითარებაში რუსეთის დახმარებაზე უარს არცერთი ევროპული ქვეყანა არ ამბობს - ირმა ინაშვილი

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. „კრიზისულ ვითარებაში რუსეთის დახმარებაზე უარს არცერთი ევროპული ქვეყანა არ ამბობს, ვინაიდან მას აქვს ამ ტიპის ტექნიკა. ჩვენ აზერბაიჯანიც და სომხეთიც დაგვეხმარა. აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთთან რა ურთიერთობაც აქვთ, კარგად არის ცნობილი, მაგრამ ორივეს მხრიდან დახმარება მივიღეთ“. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა გააკეთა, - იუწყება "რუსთავი 2".
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, კრიზისული სიტუაციის დროს საქართველოს რუსეთის მხრიდან დახმარება უნდა მიეღო. „არ მინდა. გავაკრიტიკო ხელისუფლება, ვინაიდან დღეს არის მძიმე ვითარება ქვეყანაში. ოპოზიცია, პოზიცია და საზოგადოებაც უნდა გავერთიანდეთ, როცა არის ამ ტიპის კრიზისები. არის კრიზისული ვითარებები ქვეყანაში, როცა შენ უნდა იაზროვნო სახელმწიფოებრივად და გადაარჩინო შენი ტყის საფარი და მოსახლეობა", - ამბობს ინაშვილი.