აქტუალური
საქინფორმის ვერსია დადასტურდა: საპარლამენტო უმრავლესობა ხანძრის მიზეზად დივერსიას "არ გამორიცხავს"

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სანამ ხანძრის ლიკვიდაცია არ მოხდება, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
„არ იქნება პასუხისმგებლიანი განცხადება, რომ რომელიმე ვერსია გამოვრიცხოთ, ბუნებრივი ვერსიები თუ დივერსიის ფაქტები, ამაზე საუბარი ნაადრევია და ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნებისთავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, ახლა მთავარია ცეცხლის ლიკვიდაცია.