აქტუალური
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - აშშ საქართველოს დახმარებას სთავაზობს

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გააკეთა. ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით, ის ესაუბრა შეერთებული შტატების კრიზისების მართვის ოფისს და ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა გააცნო.
კელის თქმით, ის საქართველოს მთავრობას რამდენიმე  შეთავაზებას გააცნობს, ხოლო გადაწყვეტილებას, თუ რა კუთხით სურს დახმარება, ხელისუფლება მიიღებს.
„შეშფოთებული ვართ ხანძრის გამო, შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ტელეფონით ველაპარაკე ამერიკის კრიზისების მართვის ოფისს, თუ რა სახის დახმარება დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ საქართველოს მთავრობას. დღეს სხვადასხვა სახის წინადადებებს წარვადგენ და გადაწყვეტილებას ქართული მხარე მიიღებს“, - განაცხადა იან კელიმ.