საზოგადოება
მთავრობა ბურებს შირაქის მიწაზე დასახლებას სთავაზობს

buriსაქართველოს მთავრობა ბურებს კახეთში, ძირითადად, შირაქში 88 ათას ჰექტარ აუთვისებელ მიწას სთავაზობს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფერმერებს ერთ ჰექტარ მიწას 40 აშშ დოლარად მიჰყიდის. როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ბურების ჩამოყვანა და საქართველოში ფერმერობის განვითარება იგეგმება.