უცხოეთი
აშშ-ის სარაკეტო ხომალდზე დაღუპულები იპოვეს

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.
ომალდი "ჯონ მაკკეინის" ჩაძირულ სართულებზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დაკარგული მეზღვაურის ნეშტი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელი ნავთობის ტანკერს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
"დღეს, სამძებრო სამუშაოების დროს, ხომალდის ჩაძირულ სართულებზე მყვინთავებმა რამდენიმე ადამიანის ნეშტი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება", - განაცხადა წყნარი ოკეანის აშშ-ის ადმირალმა სკოტ სვიფტმა.
ინციდენტი 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც სარაკეტო გამანადგურებელი შეჯახების დროს სინგაპურის პორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიკარგა 10, ხოლო დაშავდა ხუთი მეზღვაური.

სარაკეტო გამანადგურებელი 1988 წელს ააგეს, ის ექსპლუატაციაში 1992 წლიდანაა. გემის ეკიპაჟი 337 წევრისგან შედგება. გემის შეიარაღებაშია რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდასაწინააღმდეგო გამანადგურებლები. ხომალდს სახელი აშშ-ის ადმირალების, უფროსი და უმცროსი ჯონ ს. მაკკეინის პატივსაცემად დაარქვეს.