უცხოეთი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.
რუსეთში, ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა, დაიწვა 100-ზე მეტი შენობა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია. როგორც როსტოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში განაცხადეს, ცეცხლი დასახლებასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელზე გაჩნდა და კერძო სახლებს მოედო.ხანძარი 10 ათას კვადრატული მეტრზე გავრცელდა. მის ჩაქრობაში სამი ვერტმფრენი და სამი თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.