საზოგადოება
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. კვლავ ძლიერი კვამლი და ფერფლია ბაკურიანში, სადაც დიდველის საბაგირო გზა გათიშულია. გუშინ იქ მგზავრების ევაკუაცია დაიწყო, ისინი ჩაყვანილი არიან დაბა ბაკურიანში. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დიდველის საბაგირო მთლიანად გაჩერებულია. დამსვენებლების ერთი ნაწილი ბაკურიანს უკვე ტოვებს, თუმცა მოსახლეობაში პანიკა არ არის. შესაბამისად, დამსვენებლების მეორე ნაწილი ჯერჯერობით დაბაში რჩება.
ბაკურიანში კვამლი შემცირდა და ხილვადობა უფრო გამჭვირვალე გახდა, თუმცა, დიდველის მთაზე მძიმე ვითარება რჩება - იქ ისევ ძლიერი ფერფლი და ინტენსიური დაკვამლიანებაა. ადგილობრივების განცხადებით, ბაკურიანში გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდებაც.