სამართალი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ჟინვალში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ხანძრის კერამდე მისვლა სახანძრო ტექნიკით რთული რელიეფის გამო შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, სატყეოს წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ქრობით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებათ.