სამართალი
საქართველომ სომხეთიდან - ტექნიკა და მაშველები, ბელარუსიდან კი ვერტმფრენი მიიღო

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. მათივე  
ინფორმაციით, სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება. სომხეთიდან სამაშველო ძალებმა საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და საქართველოში იმყოფებიან.
საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოგზავნა.