პოლიტიკა
მასწავლებელს და ექვს მოსწავლეს საქართველოში დაბრუნებისას რეპრესიები ელოდება! - ანუ, რატომ არ კითხულობს საქინფორმს ვაშლიანი მინისტრი

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. დაისჯება აუცილებლად ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება!, - ეს განცხადება განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ბანაკ „არტეკში ქართველი მოსწავლეების დასვენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთა, იუწყება „რუსთავი 2(მოგვიანეით, იმიტომ რომვაშლიანიმინისტრისაქინფორმსარ კითხულობს და ეს ფაქტი მისთვის ცნობილი მარტო გუშინ გახდა).
როგორც გუსინწინ „საქინფორმი“ იუწყებოდა, 146- საჯარო სკოლის 6 მოსწავლე და მათი პედაგოგი არტეკში 7 აგვისტოს გაემგზავრნენ,
მანამდე განათლების სამინისტრომ ეს ფაქტი განცხადებით დაგმო. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციის და ოჯახების. ეს კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავისი შვილები გაეგზავნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება, სკოლის მასწავლებელმა ან სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
"მოვიკვლევთ ამ სიტუაციას და მინიმუმ, ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და მაქსიმუმ, ბოროტ განზრახვასთან და დაისჯება აუცილებლად ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში, - აცხადებს ჯეჯელავა.