რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ავტორიზაციის ყველა სტანდარტი და, მას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადგენილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.უნივერსიტეტში 500-ზე მეტი სტუდენტი ჯანდაცვის მიმართულებით ეუფლება სპეციალობას. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოში საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 3 უმაღლესი და 25 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.