აქტუალური
და კიდევ ახალი ხანძრები, ამჟამად - გორში და გლდანში! ცეცხლს შლანგით ვდიოთ თუ ცეცხლის გამჩაღებლები დავიჭიროთ?!

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.  გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყის მასივს უკიდია. ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. მიუდგომელი ადგილების გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია. არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი სოფლამდე მიაღწევს. ადგილზე სახანძროს ელოდებიან ხაშურიდან. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი უკვე გაემგზავრა ზემო ბოშურში.
გუშინ საღამოს გაჩნდა ხანძარი თბილისში, გლდანში, გლადანის ციხესთან ახლოს, 5 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ოპერატიულად ჩააქრეს.
საქინფორმი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ხანძრების უპრეცედენტო სერიაზე საქართველოში, დედაქალაქსა და რაიონებში - იმ დროს, როცა ტემპერატურამ დიდი ხანია, დაიწია და ზაფხულის ამ დროისთვის ნორმალურ ფარგლებს - 34 გრადუსს არ სცილდება. 
ძალოვანი სტრუქტურები უძლური არიან, თუ მთელი მოსახლეობა მობილიზებული არ იქნება და ყურადღებით არ დაუკვირდება ყველა საეჭვო გარემოებას, რათა თუნდაც ერთი ბოროტმოქმე - ცეცხლის გამჩაებელი იქნ დაჭერილიმერე კი ის ალაპარკდება და კვალი დანარჩენებამდე მიგვიყვა!