საზოგადოება
არის თუ არა საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორი, თუ აშშ საქართველოს მხარს მარტო სიტყვიერად უჭერს? - საქინფორმი

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს აშშ-ის ელჩი იან კელი გამოეხმაურა: „ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია არის რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული და ზოგადად არის რთული სიტუაცია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რით შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა“, - განაცხადა იან კელიმ. 
„საქინფორმი“ მკითხველს შეახსენებს, რომ სულ ახლახან საქართველოში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უკვე მესამედ ჩატარდა ნატოს წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2017“ (NOBLE PARTNERS 2017). წელს ის ყველაზე მაშტაბური იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა ჩვეულებრივი ხანძრის წინაშე ისევ უძლურია.
გაუმკლავდება ის მოწინააღმდეგეს, დაუდგება მას გვერდში ნატო, თუ ის მართლა „ღირსეული პარტნიორია“? თუ მარტო წერილობით „დახმარებას ძალისხმევაში“ გამოთქვამს როგორც ამერიკა, რომელ,აც 2008 წლის აგვისტოსში პამპერსებითა და ლეიბებით მაინც დაგვეხმარა?! 

და რატომ არ არის დღემდე ჩართული შეიარაღებული ძალები და სამხედრო ავიაცია, როცა საქმე დღითი დრე ეროვნული კატასტროფის მასშტაბებს ღებულობს?