სამართალი
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა ხანძრის გავრცელების არეალი და პირადად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ასრულებენ.
რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა. 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.